19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 12:15:18, 619 ნახვა

საზოგადოება
მერია - თეთრი ტბის დასახლებაში, სამი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგებას ახორციელებს. სამუშაოები სამ ქუჩაზე მიმდინარეობს: კალანდაძის ქუჩის მონაკვეთზე, თეიმურაზ ბატონიშვილის I და II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩის მონაკვეთებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგად, 1 250 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, 12 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, იგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

„მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics