21:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 22:06:33, 607 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ფიშერი აღნიშნავს, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

"ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს", - წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვავისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).

გუშინ, 19 სექტემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა.

გუშინვე პრეზიდენტმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics