21:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 19:41:58, 674 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებაზე“ - ფარცხალაძეს კი არა, საკუთარ თავს იცავენ

ჯაშუშური ქსელი დიდია - ფარცხალაძეს კი არა, საკუთარ თავს იცავენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "პუტინისტური რეჟიმის ყველა წევრი საკადრის პასუხს მიიღებს".

"ერთ ოთარ ფარცხალაძეზე არ არის საუბარი, საუბარია ჯაშუშურ ქსელზე და ესენი იცავენ საკუთარ თავს. ამ ბრძანებით, საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ბიძინა ივანიშვილმა მოიმზადა ნიადაგი და რატომ - ის არის სანქციების მთავარი პრეტენდენტი - ხვალ თუ მას დაასანქცირებენ, ამ ბრძანების საფუძველზე დატოვეს შავი ხვრელი, რომლიდანაც ივანიშვილი გარკვეულ მის თანხებს გამოაძრობს. 

მთავარი ჯაშუში არის ივანიშვილი და მან ეს ბრძანება დაიტოვა იმისთვის, რომ ხვალ მას რომ  დაასანქცირებენ, თავისი ფული გამოიტანოს. რუსული ჯაშუშური ქსელის გამო და იმის გამო, რომ ივანიშვილს ემუქრება სანქციები და მომავალში ეს ბრძანება მაგისთვის დასჭირდებათ",- განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics