21:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 18:11:52, 559 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს - ეს იკადრა ვაშაძემ

საზოგადოების რეაქციას და საზოგადოებას აკვირდებიან, ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს. ეს იკადრა პირველმა, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობაში და აგენტობაში, გიორგი ვაშაძემ  და ალბათ, სხვებიც იკადრებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც "რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იცინოდნენ, დღეს თავად ალაპარაკდნენ იარაღზე".

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "რადიკალებს" აქვთ დავალება, ქვეყანაში "მეორე ფრონტი" გაიხსნას.

"გუშინ და გუშინწინ სუს-ის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ - რაღაზე ვლაპარაკობთ? ეს არის მათი ბოლო გეგმა, რომლის განხორციელებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვინმეს სჯერა, რომ ან ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, ან იჯერებენ ან არ იჯერებენ, ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? - არაფერი გარდა იმისა არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ, დავალება შეასრულონ, რომ პირდაპირ მეორე ფრონტად "თავით დავერჭოთ" ომში. ეს დავალება აქვთ შესასრულებელი, ამ დავალებისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დავალებისთვის იყო არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკავებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics