|
2023-09-20 15:47:00, 1086 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ფესტივალის პირველი დღე საჯარო ლექციებით გაიხსნა, რომელზეც მომხსენებლებმა ფრინველთა კონსერვაციისა და დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ფესტივალის საპატიო სტუმარმა ნოამ ვეისმა, რომელიც ფრინველთა საერთაშორისო ბერდვოჩინგისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, ფრინველთა დაცვის კუთხით ისრაელის გამოცდილებაზე ისაუბრა. გარდა ამისა, საჯარო შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს ნიკა პაპოშვილმა თემაზე "გარიელის დაცვა: იხვების დაცვა პოტენციური გადაშენებისაგან კავკასიაში", გიორგი იანქოშვილმა „საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები"და გიზო სესკურია, FFI- საქართველო. „ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებსა და ტერიტორიებზე. დღეს, ფესტივალის სტუმრები ფრინველებს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე აკვირდებოდნენ, ხვალ კი გასვლითი ტური პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთანაა დაგეგმილი. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე. 22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)