22:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 14:32:39, 624 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც - ცუდია, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში

მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც. ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, "რთულია, როდესაც ადეიშვილის მოადგილე რუსს გეძახის და ამაზე პასუხი არ უნდა გასცე".

"ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის, არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა! 

მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც. ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზის სიახლოვეს, ფოიეში დეპუტატებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი შეაწყვეტინეს და რუსეთის ჯაშუში უწოდეს. 

ფიზიკურ დაპირისპირებამდე დაძაბული ვითარება იყო პარლამენტის სხდომის დაწყებისასაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სესია სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვით უნდა დაწყებულიყო. ამას სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics