2023-09-20 12:46:22, 609 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო - ოპოზიციამ სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურითა და დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სესია სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვით უნდა დაწყებულიყო.
ამას სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,