|
2023-09-20 12:32:30, 602 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს - „მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი“
თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობას უხდის. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს სთხოვა, იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ქალაქის დასუფთავებასა და განათებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ, პატივი სცენ. „დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიული დღეა. მინდა, მივულოცო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიურ, 24-საათიან შრომაზე დგას თბილისი. სწორედ მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის, სინათლისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი. თბილისელებს კი ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პატივი ვცეთ იმ ადამიანთა შრომას, ვინც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მადლობას ვუხდი იმ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის გულწრფელად აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)