09:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 16:53:52, 794 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საგარეო - აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საგარეო უწყება საერთაშორისო პარტნიორებს აზერბაიჯანის შესაჩერებლად მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ხელმძღვანელობს რა დაუსჯელობის გრძნობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „ანტიტერორისტულ ზომებს“ მთიან ყარაბაღში.

მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ჯარებს, რომლებიც განლაგებული არიან მთიან ყარაბაღში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად, გადადგან მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics