19:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 10:50:44, 939 ნახვა

სამართალი
მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - საგამოძიებოს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლესა და სიდედრს ესროლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია ბრალდებული.

კვარაცხელიას თქმით, შემთხვევის შემდეგ, მამაკაცმა თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს",- განაცხადა კვარაცხელიამ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics