23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 09:45:38, 844 ნახვა

პოლიტიკა
„განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა“ - ღარიბაშვილი მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის  შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.

„შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართა. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან საქართველოს "ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს".

„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics