00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 13:20:41, 733 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი ფარცხალაძეზე - აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფეხებში ესროლა

აშშ-მა ივანიშვილს ფეხებში ესროლა და დარწმუნებული ვარ ახლოსაა ის ყულფი, რომელიც ვიწროვდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მიმართ სერიოზული გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან "შოთაძის უწყება თავის გარემოცვას არ დაიჭერს".

"ფარცხალაძის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ღონისძიების გატარება, რომ ის დააკავონ ან რაიმე ასეთი განახორციელონ, ამას არათუ ვერ გაბედავენ, არამედ ვერ გააკეთებენ. მაშინ შოთაძემ საკუთარი თავი უნდა დააკავოს და ყველა ის თანამდებობის პირი, ვისთანაც შეხება ჰქონია, ისევე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაც, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ნათელმირონობა აქვთ ბერას და ფარცხალაძეს. ამიტომ, ყველას კარგად გვესმის რომ მთავარი ჯაშუში და მტერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია. აშშ-მა ივანიშვილს ფეხებში ესროლა და დარწმუნებული ვარ ახლოსაა ის ყულფი, რომელიც ვიწროვდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics