|
2023-09-15 12:10:02, 636 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ხარჯების გასაჯაროების შემდეგ ვნახავთ, ხალხის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული სააკაშვილი
ხარჯების გასაჯაროების შემდეგ ვნახავთ, ხალხის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული სააკაშვილი, დემოკრატიის შუქურა, რომლის გამოხსნას გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე გრიფისთვის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. "სააკაშვილის ხარჯების გასაჯაროებას რაც შეეხება, რთული იყო, წარმოგვედგინა, კიდევ რა შეიძლება ყოფილიყო, გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალურ სამედიცინო მომსახურებაზე, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის გადასახადის ბიუჯეტიდან გადახდაზე, რაც სამარცხვინო საქციელია. ამის შემდეგ დამატებით აღმოჩნდა ახალი ინფორმაცია. ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო და აქამდე არ იყო ცნობილი, როგორ იყენებდა სააკაშვილი სახელმწიფო თვითმფრინავს და ბიუჯეტის ფულს, რათა პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე, რაღაც ღირშესანიშნავ ადგილებში. ეს ინფორმაცია ცნობილი როცა გახდა, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით საიდუმლო დოკუმენტები, რომელშიც სავარაუდოდ, ეს მონაცემები არის აღწერილი. შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ გრიფისთვის საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით. საზოგადოება გაიგებს, რასთან გვქონდა საქმე და შევხედავთ, ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე კიდევ რით იყო დაკავებული ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი, დემოკრატიის შუქურა, რომლის რამენაირად ციხიდან გამოხსნას ცდილობს გარედან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი",- განაცხდა პაპუაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)