2023-09-15 11:24:19, 622 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა
სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის საპირისპიროდ, ისტორიულ მაქსიმუმზეა მთავრობის რეზერვები.
"მთავრობის ვალი არის შემცირებული. 2 წლის წინ, მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით. დავიწყეთ შემცირების პროცესი და თითქმის 38%-ზეა ჩამოსული მთავრობის ვალი.
სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე - 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,