|
2023-09-15 09:44:21, 629 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს - კერძო პირია
ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საკითხს საქართველოს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან. "რაც შეეხება დასანქცირებას, ორი მომენტია აქ მნიშვნელოვანი. ერთი, რეაქციებს, რა თქმა უნდა, რასაც ვუყურებთ ერთი რამე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირი არის. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან, ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეთ, ზუსტად რაზე არის საუბარი. ეს ახალი ინფორმაცია არის. ზოგადად, რუსეთის მიმართ სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება შესაბამისად და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული, ამ კონტექსტში არის, როგორც ჩანს, ეს სანქცია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებში არის მოხვედრილი ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს შეისწავლიან ჩვენი შესაბამისი უწყებები... შესაბამის უწყებებს ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. მათ შორის ამერიკელ კოლეგებთან, რაზე არის საუბარი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია იქნება ცნობილი",- განაცხადა პაპუაშვილმა "იმედი Live-ის" ეთერში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)