00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 09:42:18, 634 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ვერცერთი ინდივიდუალური სანქცია აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენს ხედვას ვერ შეცვლის

ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერცერთი სანქცია ვერ შეცვლის ჩვენს ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერის თქმით, აშშ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ სოლიდარულია.

"ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენსა და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად. ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ; საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“,- განაცხადა მილერმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics