00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 17:54:55, 1004 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მცდელობა, რომ ზურაბიშვილის საკითხი იყოს აქტუალური, ივანიშვილისა და რუსული პარტიის დახმარებაა

ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობა იმის, რომ სალომე ზუაბიშვილის საკითხი იყოს აქტუალური,არის დახმარება ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და "რუსულ თამაშში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს".

„მოდი, მარტივ რამეს გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ახლა უნდათ, რომ წარმოაჩინოთ რომ საწყალი სალომეს, თურმე, იმპიჩმენტს უწყობენ; საწყალი სალომე, თურმე, დაპირისპირებულია ბიძინა ივანიშვილთან. არ ვარ მაღალი წარმოდგენის სალომე ზურაბიშვილზე. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას არ იყენებს და პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავს ტყვედ. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობა იმის, რომ სალომეს საკითხი იყოს აქტუალური, არის დახმარება ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის.

ეს საკითხი არავის არ აინტერესებს, ჩემი აზრით და თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აზრის ქონის უფლება და ამას საზოგადოებას აწვდით, ყველა ტელევიზიას მინდა ვუთხრა - ეს საკითხი არავის არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის გარდა, რომ როგორმე შექმნან სალომე ზურაბიშვილისგან მსხვერპლი. ჩვენ ეს თემა არ გვაინტერესებს. აგერ პოლიტიკურმა საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო - საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობას აი ამ რუსულ თამაშში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics