08:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 16:34:17, 943 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ენმ-ი მონაწილეობას არ მიიღებს - მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ არც მათ მიიღონ მონაწილეობა პროცედურაში.

“დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩენა, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის ერთის მხრივ არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისთვის იცლის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს, ბუნებრივია, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს და ამას მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც. 

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ის სიმულაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისთვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში",- განაცხადა ბეჟაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics