11:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 23:41:55, 933 ნახვა

მსოფლიო
ზურაბიშვილი ლაიენს - საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს.

როგორზ ზურაბიშვილი აღნიშნავს, ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული პერსპექტივის რეალობად ქცევისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

''პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს. საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს. მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ. ქართველი ერი რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს! '', - წერს სალომე ზურაბიშვილი, Twitter-ზე.

ცნობისთვის, დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ევროპულ კავშირშია და აღნიშნა, რომ მან იცის თუ რამდენად მნიშვნელვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics