|
2023-09-12 15:43:05, 705 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - რატომ გვშურს, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! - პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ, გინდათ დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში
რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?!- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ საიდან აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამას შემოსავალი, რომლითაც მთავრობის მეთაურის მიუნხენში ფრენა დააფინანსა. როგორც ოდიშარიამ თქვა, "ეს ადამიანები მთელი ცხოვრება შრომობენ და არ მუქთახორობენ". "საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას ან ჩვენ მშობლებს ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი, ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! გავიგეთ, რომ პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვამციროთ, დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში - ხან დრონები აფრინოთ მათ სახლებზე და ხან თავით შეუვარდეთ კერძო საკუთრებასა და წვეულებებზე... მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ, თქვენც გყავთ მშობლები, ისინიც განიცდიან, როცა კონფლიქტში შემოდის თქვენთან ვიღაც, ხომ? ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება საქმიანობენ, შრომობენ, იმსახურებენ გარკვეულ გასამრჯელოს, აქვთ რაღაც შემოსავალი, არ აქვთ უფლება შვილს თუ შვილიშვილს ასეთ განსაკუთრებულ მომენტში მხარში დაუდგნენ?!” - განაცხადა ოდიშარიამ. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმაც და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. სტრატკომის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე იმყოფება. დღეს, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. მისივე თქმით, შენატანი გაკეთებულია ტარიელ ღარიბაშვილის მიერ და ეს თანხა შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)