|
2023-09-12 12:51:23, 1063 ნახვა
სამართალი
კუპატაძე - დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა
დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა. 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაცის მეშვეობით,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთლი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის, 10-ზე მეტი პირია დაკავებული. "მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი უკვე, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და დღის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან განხორციელდა რამდენიმე ეტაპად საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, როგორიცაა "კოკაინი", "ჰეროინი", „ალფა“, „პვპ“, „ელესდე“, „მარიხუანა“ და ა.შ. სხვადასხვა ლოკაციებზე ხდებოდა ამ ადამიანების მიერ ნარკოტიკული საშუალებების განთავსება, ეს არის სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები. დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები",- აცხადებს კუპატაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)