09:42 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 09:55:19, 1375 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 614 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 535 კი დაშავდა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 614 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიშშია აღნიშნული.

მათი ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინაში 17 535 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

"სექტემბრის პირველ 10 დღეში უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რაოდენობამ 292 ადამიანი შეადგინა. მათ შორის: დაიღუპა 55 ადამიანი (29 მამაკაცი, 21 ქალი, 1 გოგონა, ასევე 4 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია). დაშავდა 237 (101 მამაკაცი, 77 ქალი, 7 ბიჭი, 2 გოგონა, ასევე 50 ზრდასრული, რომელთა სქესი უცნობია)",- აღნიშნულია ანგარიშში.

OHCHR-ის ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics