12:02 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 12:57:35, 1009 ნახვა

მსოფლიო
ლულა და სილვა: პუტინს არ დააპატიმრებენ G20-ის სამიტზე 2024 წელს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის იგნასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს 2024 წელს G20-ის სამიტზე არ დააპატიმრებენ, თუ მასში მონაწილეობას პირადად გადაწყვეტს. მან დაადასტურა, რომ ეპატიჟება რუსეთის პრეზიდენტს G20-ის მომავალ შეხვედრაზე რიო-დე-ჟანეიროში და გარანტიას უწევდა მის უსაფრთხოებას.

წელს პუტინი არ დაესწრო დელიში G20-ის სამიტს. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. პუტინი ასევე არ დაესწრო BRICS-ის სამიტს იოჰანესბურგში: ის შეხვედრებში მონაწილეობდა ვიდეო ბმულით.

შაბათს, G20-ის ქვეყნებმა შეთანხმდნენ დეკლარაციაზე, რომელიც პირდაპირ არ გმობდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. დოკუმენტში მხოლოდ ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, თავი შეიკავოს საფრთხეებისგან და დაიცვას ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი.

ბრაზილია არის რომის სტატუტის ხელმომწერი, რომელიც არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საფუძველი.
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ICC მათ ეჭვობს უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics