10:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 12:49:21, 1041 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი დასაჭერია

ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, თუ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე  პრემიერ-მინისტრს "ბორკილებს არ დაადებს", მთავრობის მეთაურის "დანაშაულების თანამონაწილე" გახდება.

„შოვში რომ ადამიანები მიატოვეს და ამაზე არავინ პასუხისმგებლობა არ აიღო, უკიდურესი გაჭირვება რომ აქვს კახელ მევენახეს, უმძიმესი რეალობაა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თხილის ფასთან დაკავშირებით, გურიაში ტრაგედია ხდება და ადამიანები, ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებიან, გვყავს გარდაცვლილები, რაც ცხადია, ასევე უმძიმესია, ამის პარალელურად, პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება ღარიბაშვილი თავს უფლებას აძლევს და გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი ვოიაჟი, დაახლოებით, 200 ათას ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით, 700 ათასი ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე, დაბადების დღეზე, რაშიც 900 ათას ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი...

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში და გადადგეს, რადგან მისი გადადგომის შემდეგ, წულუკიანს თუ დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ან მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, ამით საქართველოში ქართველი ხალხისთვის არაფერი არ გამოსწორდება, თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი, ამიტომ პროკურორი რომ ჰქვია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ შოთაძე, უამრავი დანაშაული აქვს მას სისხლის სამართლის ამ დრომდეც და მე მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, თუნდაც გუშინ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული",- ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics