00:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-09 18:53:14, 1193 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი - გლოვის ამ მძიმე წუთებში მაროკოს სამეფოს მთავრობას სოლიდარობას ვუცხადებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გულითად თანაგრძნობას  ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.

გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას", - წერს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა, დაშავებულია 672 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics