11:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 15:56:58, 895 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს - ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია

არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია მისთვის მიუღებელია.

„არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასდროს. ასეთი რამ არასდროს არ იქნება ჩემს მიერ მიღებული, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს.

ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუვნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ.

მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში, ამ მოთხოვნების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მლრდ ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საქართველოსთან გეგმები გვაქვს.

ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში. ამიტომ, საქართველო არის ჩვენს ინტერესთა მიმართულებით. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი, დროც არის, გააკეთეთ, ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ",-  განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics