|
2023-09-08 13:28:40, 695 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - უეჭველია, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება
უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, საქართველომ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს. "მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და ეს გზავნილი პირადად ჩამომეტანა ქართველის ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება - 80% პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია, ძალიან მიხარია, ბევრი ევროპული დროშა რომ ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში... ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობასაც. ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელშიც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა აქცენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე, რაც გაერთიანებული ძალებით მიიღწევა",- მიმართა ბორელმა ღარიბაშვილს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. შეხვედრა დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთანაც.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)