05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 13:05:23, 711 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ბორელს - ბ-ნო ჯოზეფ, რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე, რომელზეც ვმუშაობთ

ბ-ნო ჯოზეფ, რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონეფრენციაზე.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას შეუსრულებელ და სამუშაო პროცესში მყოფ რეკომენდაციებს შორის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და სასამართლო რეფორმა დაასახელა.

"ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით მადლიერება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი და იგი მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. სწორედ ამ მიზნითა და სულისკვეთებით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა - პარლამენტმა, მთავრობასა და სხვა აქტორებთან ერთად, გაწია უზარმაზარი სამუშაო. ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება - ვართ მზად, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები; ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი; თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში.

რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა მათი მხრიდან სისტემატური საბოტაჟისა და დესტრუქციის ფაქტები, რაც რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და უფრო მეტიც, ეს, ვფიქრობ, დამაზიანებელი იყო პროცესისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გაწია უზარმაზარი სამუშაო - 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

აქვე მინდა გითხრათ, ბ-ნო ჯოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები და არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა ვმუშობთ და ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს რეკომენდაციის სულისკვეთებას. რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას... ამის გარდა, ჩვენ ოქტომბერში ველოდებით ვენეციის კომიისიდან საბოლოო რეკომენდაციებს. ჩვენ მანამდეც გვექნება თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება. რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც არის შეუსრულებელი - დეპოლარიზაცია. ეს არის კონპლექსური და რთული საკითხი... ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრა რა თქმა უნდა,  მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება",- მიმართა ღარიბაშვილმა ბორელს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

შეხვედრა დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთანაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics