03:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 21:14:25, 983 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს EU-ში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, რომელზეც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმუშაონ

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, რომელზეც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველომ დარჩენილი მცირე დრო უნდა გამოიყენოს რეფორმების გასაგრძელებლად და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების შესასრულებლად.

"საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისთვის და ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით და პირველად იქნება წარდგენილი მოხსენება საქართველოს პროგრესის შესახებ, როგორც გაფართოების კანდიდატი ქვეყნის შესახებ. 

მე მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, ამ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე. მაგრამ, ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაცა, რაც ქვეყნებს ეკუთვნით, იგი უნდა დაიმსახურონ და იგი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით. გულწრფელი რომ ვიყო, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო...

საქართველოს შემთხვევაში, 12 პრიორიტეტი, რომელსაც სჭირდება შესრულება, რომელიც ევროკომისიის მიერ იქნა დაწესებული. ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ძლიერი სამუშაოს გაწევა არ ხდება იმისთვის, რომ ბრიუსელი დაკმაყოფილდეს, ან დაკმაყოფილდნენ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, ეს ძალისხმევა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდეს", - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics