02:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 10:54:16, 625 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნულ პოლიციას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის მოწვევით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ სამარღანიშვილი და ირაკლი დონდოლაძე.

"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრთან - იაკოვ შაბთაისთან და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

ისრაელის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თელ-ავივის პოლიციის, ისრაელის ეროვნული კონტრტერორისტული დანაყოფის (YAMAM), იდენტიფიკაციისა და ექსპერტიზის დანაყოფის, იერუსალიმის ძველი ქალაქის კონტროლის და მართვის ცენტრის, საზღვაო პოლიციის, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან.

ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ეროვნულ პოლიციას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics