13:09 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 10:25:21, 725 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა სომხეთს რომის სტატუტის რატიფიცირებასთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა

მოსკოვმა ერევანს სთხოვა განმარტებები სომხეთის მთავრობის მიერ რომის სტატუტის პარლამენტში რატიფიკაციისთვის გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ ერევნის პასუხის შინაარსიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზახაროვამ.

მიმდინარე წლის მარტში სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას, იუწყება Radio Azatutyun.

რამდენიმე ხნით ადრე, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

რუსული მხარე, აცხადდებს რომ რომის სტატუტის რატიფიცირება შეიცავს რისკებს სომხეთსა და რუსეთს შორის მოკავშირე ურთიერთობებისთვის, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ჰაკობ არშაკიანმა,  განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ემსახურებოდა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ხელყოფის აღკვეთას.

არშაკიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მიღებულ იქნა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics