|
2023-09-05 14:02:12, 586 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - საქართველო კანდიდატის სტატუსს ობიექტურად და სამართლიანად იმსახურებს
საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება იმ დროს, როდესაც რეგიონში ურთულესი ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევებია, არ იქნება სწორი და მართებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი ის, რასაც ევროპის და დასავლეთის სახელით აკეთებდა წინა ხელისუფლება რეალურად იყო ანტიევროპული და მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა. „ევროპა არის როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა არის როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას. ევროპა არის, როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი, როდესაც ინვესტორებმა იციან იქ, სადაც დებენ ინვესტიციას და ფულს - ის ქვეყანა იქნება დაცული და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. ევროპა არის საკუთრების უფლების დაცვა და არა ის, როგორც თქვენ ექცეოდით საკუთრებას. ევროპა არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მოქალაქეებს. ევროპა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არასოდეს თქვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ევროპა არის კანონის უზენაესობა, როდესაც ყველას, მიუხედავად თანამდებობისა, ევალება და მოეთხოვება რომ დაიცვას კანონი, დაიცვას კონსტიტუცია და მხოლოდ ამ პირობებში განახორციელოს თავისი მიზნები თუ მოქმედებები. ევროპა გახლავთ მრავალფეროვანი მედია და როგორც დღეს ვიგებთ ზუსტად ამ თავისუფალ მედიას, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა რეალური და საქმიანობს, ამოფარებული არიან კრიმინალები და კრიმინალით ნაშოვნი ფულით, ზუსტად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ტელევიზიებს და ჟურნალისტებს. საინტერესოა ამაზე მედიის დამცველების კომენტარები. რატომღაც დილიდან ჩუმად ხართ და არანაირ შეფასებას ამაზე არ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ გაწყობთ ის რაც ახლა გამოაშკარავდა და თქვენც ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. ეს რომ მომხდარიყო მეორე მხარეს დარწმუნებული ვარ, დილიდან ერთ ხმაში იქნებოდით კრიტიკის მხარეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)