|
2023-09-04 17:12:41, 1146 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს
აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებს და პაციენტებს შეხვდნენ. „შეხვედრაზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ონკოპაციენტთა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს. აჭარაში ონკოქირურგია 2022 წლიდან სრულად ფინანსდება. ხოლო, 2023 წლიდან - აჭარის მთავრობამ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100 % - მდე გაზარდა. კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. ასევე, PET- პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა. წლის 1 აგვისტოდან ონკოპაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები, სრულად, თანაგადახდის გარეშე დაფინანსდება. ასევე, მოიხსნა თანხობრივი შეზღუდვა პაციენტების მომართვაზე, გაიზარდა ასევე წლიური ლიმიტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)