14:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-03 12:36:27, 891 ნახვა

პოლიტიკა
ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს. როგორც პარტიაში ამბობენ, დავით მჟავანაძეს თავს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება დაესხა. 

"დაგვახვედრა ჩიგოგიძემ საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები. ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ და არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა. ეს არის "ქართული ოცნების" სახე და ეს არის "ქართული ოცნების" მიდგომა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა. თუ რაღაცა არ მოსწონთ, მაინც გააკეთებენ, მაგრამ შეუძლიათ, რომ ფიზიკურად დაგიპირისპირდნენ," - ამბობს ენმ-ს წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics