06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 21:58:41, 1072 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე იმპიჩმენტზე - როგორც ჩანს, „ოცნება“ მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე  "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

"დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, რადგან სამწუხაროდ, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ, პოლიტიკური ლანდშტაფტიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება.

საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად, თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. პრეზიდენტზე ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჩანს ისე, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვებიან", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics