|
2023-09-01 19:16:13, 960 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რითი სჯობს დღეს ეს „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ?... მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება
ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში... ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს "გაურიგდნენ და შეურიგდნენ" და "ოცნების" ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე მოვლენებს. მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს თანამებრძოლების დევნაში ადანაშაულებს და პარალელებს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ავლებს. "გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა იმედა კევლიშვილმა, თელავის საკრებულოს წევრმა, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა, პარტიის წევრმა 2002 წლიდან; თუ რამემ შეიძლება გაგამარჯვებინოს ოლიგარქიულ რეჟიმზე, პრინციპულობა, სწორი ღირებულებები და მორალური სიმტკიცეა, ის რისგანაც ყოველდღე იცლება მთავარი ოპოზიციური პარტია. ხოლო ის რითიც პარტია ივსება - არის ისეთი მანკიერებები, რომელიც გამარჯვებას შეუძლებლად აქცევს და რომელიც გარანტირებულად ტოვებს "ოცნებას" ხელისუფლებაში, მიშას კი ციხეში. სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა... დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტია რამით თუ უწევს კონკურენციას "ქართულ ოცნებას" - სიტყვის გაუფასურებაა: დაპირება - დაპირებისთვის და არა შესრულებისთვის იმისთვის რომ შეცვალო ხელისუფლება, უნდა იყო უკეთესი ალტერნატივა, რითი სჯობია დღეს ეს "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებას" ? განსხვავებული აზრის დევნით, არაფორმალური მართვით, პოლიტიკის ფულის შოვნის საშუალებად ქცევით, ისე ემსგავსება - მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება", - წერს ნიკა მელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)