06:38 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 16:19:54, 1401 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა დღეს ქ. ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გაიმართა. შეხვედრაზე აჭარაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერ პროგრამებს, რომელთა გაფართოება საჭიროებების მიხედვით, ხდება ყოველ ახალ საბიუჯეტო წელს.

“ჩვენ ვცდილობთ სამინისტროს პროგრამებით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს და შევუქმნათ ოჯახთან მიახლოებული გარემო. ფინანსდება ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა, მიმდინარე წელს პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, დავამატეთ მეოთხე საცხოვრისი, ჯამში პროგრამით 96 ბენეფიციარი სარგებლობს. სამინისტრო ასევე აფინანსებს ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას. ვფიქრობ, საჭიროა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების გაძლიერება, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ფსიქიატრიული ჯანმრთელობის მიმართულებით, აჭარის რეგიონში, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების პროგრამებსა და სერვისებს მუნიციპალიტეტების მერიები ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბენეფიციართა სხვადასხვა საჭიროებები და არსებული პროგრამების სამომავლოდ კიდევ უფრო დახვეწა-გაფართოებაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა საკითხზე: „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ხელშეწყობით დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics