|
2023-08-31 16:02:28, 674 ნახვა
მსოფლიო
კულება - ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება მარცვლეულის ინიციატივისა და მშვიდობის ფორმულისთვის. "ჩვენ ვიცით, რომ ახლო მომავალში, ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. და ეს, ფაქტობრივად, ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა. პარალელურად, უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს. ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გემები, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში შედიან. ამ დერეფნით უკვე ორმა უკრაინულმა გემმა ისარგებლა", - განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)