15:25 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 10:10:03, 494 ნახვა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ხანძრის პრევენციის მიზნით რეინჯერებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის.

„აღსანიშნავია, რომ გარდა 24 საათიანი მკაცრი მონიტორინგისა, რეინჯერები ვიზიტორებს ცხელ პერიოდში მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს და ბუნებაში ქცევის წესებს აცნობენ.  

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; რეინჯერები გადამზადებული არიან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics