07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 13:39:35, 610 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო

2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას.

კობახიძის თქმით, გაკეთდება ყველაფერი, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ნუ, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო. მაგრამ არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ მიღებული მაგალითად 18-12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ძირითადად საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს არის სხვა საქმე. ანუ, როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი, რომ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. 

ჩვენთვის მთავარი რა არის: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იქნება თავიდან ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე და იქნება მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი... 

ნუ, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მაშინ მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics