14:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 18:19:13, 790 ნახვა

მსოფლიო
Reuters - პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული სამხედროების ყოფნის გამო.

"პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის საზღვართან კრიტიკული ინციდენტის შემთხვევაში, საზღვრებს ერთდროულად დაკეტავენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საზღვართან მოხდება აღნიშნული ინციდენტი, საზღვრები ავტომატურად ყველგან დაიკეტება.

ჩვენ მინსკის ხელისუფლებას და ვაგნერის ჯგუფის მმართველობას მოვუწოდებთ, ვაგნერელებმა სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics