09:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 13:13:09, 917 ნახვა

პოლიტიკა
ბჟანია - საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ

საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანიას თქმით, ნატოს მხრიდან საქართველოს დახმარებითა და ერთობლივი სამხედრო წვრთნებით უკმაყოფილოა. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას.

ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ. და ჩვენ ვგეგმავთ რეაგირებას",- განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს.

"მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. გააგრძელებენ თუ არა, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეტყობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა - საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც ერთ საომარ მოქმედებებს ვერ მოიგებს",- დასძინა ბჟანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics