08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 13:43:09, 706 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ჩარჩენილი 6 უკრაინელის ბედს კიევში გადაწყვეტენ

ზემო ლარსზე ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ შეტყობინებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ აცნობა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში ალექსანდრე შულგას.

„უკრაინის დროებითმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწოდებული ინფორმაციისა და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებმაც სასჯელი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოიხადეს, აქვთ უკრაინის შიდა პასპორტები, მაგრამ მათ იდენტიფიცირება და ნებართვა უკრაინის შესაბამისი ორგანოებიდან სჭირდებათ, რაც დამატებით დროს მოითხოვს. . როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ამ ფაქტს აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16-17 აგვისტოს ღამეს ქართველმა მესაზღვრეებმა ექვსი უკრაინელი არ შეუშვეს საქართველოში, თუმცა ყველა მათგანი ტრანზიტს გეგმავდა საქართველოს გავლით. ექვსიდან ხუთი ყოფილი პატიმარია ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა უკანდახევის დროს რუსეთში წაიყვანეს სასჯელის მოსახდილად. და კიდევ ერთი უკრაინელი, რომელიც რუსეთში შევიდა და ფილტრაციის ბანაკში აღმოჩნდა, ახლა კი გაათავისუფლეს და ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

სანამ უფლებადამცველები იბრძვიან, ცდილობენ უკრაინელების საკითხის გადაჭრას, რუსული უშიშროების ძალები მათ წაყვანას ცდილობენ, იუწყება Novaya Gazeta Europe.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics