15:31 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 09:50:43, 746 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ციხიდან 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხეში 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობითვე, დონალდ ტრამპს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალა, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე ან ნებისმიერ მოწმეზე.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809.

"ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია. ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული",- განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics