11:25 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 17:21:03, 706 ნახვა

საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი, ხოლო 2 ადამიანის ძებნის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი აღნიშნავს, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთი, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი მოზარდს.

„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics