|
2023-08-24 16:28:24, 738 ნახვა
საზოგადოება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს დაიწყო და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს დაიწყო და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეცხრე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. „საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს დაიწყო და 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 208 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო - 41, საგარეჯო - 9, თელავი - 3, სიღნაღი - 6, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, ლაგოდეხი - 5, ასპინძა - 5, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 23, ბორჯომი -18, ახალქალაქი - 1, დმანისი - 34, თეთრიწყარო - 2, წალკა - 2, მარნეული - 6, მცხეთა - 1, დუშეთი - 1, გორი - 4, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა - 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3. 2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და რვა ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის N1148 და 2023 წლის 15 აგვისტოს N1481 განკარგულებებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების პირდაპირი წესით გადაცემის გზით იჯარის უფლებით გაცემის შესახებ თანხმობა გაიცა 87 მიწის ნაკვეთზე (7180 ჰა), ხოლო აუქციონის წესით იჯარით 48 საძოვარი (6667 ჰა) გაიცა. საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)