09:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 10:25:35, 569 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მეხანძრე-მაშველებისთვის ცეცხლმედეგი ფორმები და აღჭურვილობა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებისთვის 1000 ერთეული ცეცხლმედეგი ფორმა და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგი ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, მოადგილესთან ზურაბ პავლიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ახალი ცეცხლმედეგი საერთაშორისო "EN"-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა, სამომავლოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განაწილდება.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტო-ტექნიკით მომარაგებას, ასევე, სისტემატურად ახორციელებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics