|
2023-08-24 10:08:12, 1249 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო სრულად გადაიარაღდა
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრომიმართულების გაძლიერების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონ სოფელ ინგირში, აგრო მეწარმე თენგიზ ხუნჯგურუას თხილის კაკლის გადამამუშავებელ საწარმოში ბაზისბანკის მიერ მანქანა-დანადგარების გადაიარაღება 150,000 ლარის ოდენობით დაუფინანსდა. საწარმოში თხილის ჩაბარება გურია-სამეგრელოს სოფლებიდან ხორციელდება, სადაც სეზონზე 400 ტონა თხილის კაკალს ამუშავებს. საწარმოს დღეში 4-5 ტონა თხილის მიღება და გადამუშავება შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის გადამუშავების სრულ ციკლს. მზა პროდუქციის რეალიზება ხორცლიედება არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, ასევე იგზავნება უცხოურ ბაზრებზე. მეწარმეს 20 ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. „ბაზისბანკთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც გავაფართოვეთ და გადავაიარაღეთ საწარმო უახლესი დანადგარებით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ.“ - აღნიშნა მეწარმე თენგიზ ხუნჯგურუამ. "საერთაშორისო ბაზრებზე თხილის გული ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, ქართული თხილი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მასზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებას. ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს აგრო მეწარმეს“ - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ. ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბაზისბანკის აგრო სესხების მრავალფეროვანი პროდუქტებით. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)