11:23 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 14:02:51, 546 ნახვა

გლდანის რაიონში შიდა ეზოების მოწერიგება გრძელდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჯერად, ეზოს მოწესრიგების სამუშაოები გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N6 კორპუსთან დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 63 000 ლარი დაიხარჯება.

„ამავე  კორპუსში, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელიც შეიცვალა, რისთვისაც 81 928 ლარი დაიხარჯა. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე ბმა-ს პროგრამით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, მათ შორის სახურავის რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
აშშ-მ ირანზე საჰაერო იერიშებს ზედიზედ მერვე ღამეა ანხორციელებს
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics