|
2023-08-22 16:18:58, 966 ნახვა
საზოგადოება
თეა გოდოლაძე „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციაზე - ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს - პირადი ცხოვრებით შანტაჟი არ გამოგივათ
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გოდოლაძის თქმით, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ მის გაჩუმებას ემსახურება. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს - ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია "საფარის" იურისტს, ნინო ანდრიაშვილს. ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძლიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფლმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით. მისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს! არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!",- წერს თეა გოდოლაძე. ცნობისთვის, დღეს, 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეისმოლოგ, თეა გოდოლაძეს ბრალი 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. „რუსთავი 2-ის" ცნობითვე, ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, საქმე კი სასამართლოში განიხილება.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)